მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს საზოგადოებრივი ადვოკატები დაუნიშნა

მოსამართლემ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს საზოგადოებრივი ადვოკატები დაუნიშნა.

სასამართლო სხდომის დაწყებისას სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილმა და განაცხადა, რომ მას სხდომის დატოვება სურდა, რადგან მისი ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ ესწრებოდა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კი ყველა ბრალდებულისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამან ადვოკატების გაღიზიანება გამოიწვია, მათი თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივმა ადვოკატმა ისეთი კითხვა დასვას, რომელსაც პროკურატურა ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოიყენებს.

ასევე, ბრალდებულებმაც განაცხადეს, რომ მათ საზოგადოებრივი ადვოკატის ყოლა არ სურთ.

ამის შემდეგ, კი ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელსაც სხვა ადვოკატებმა და ბრალდებულებმა მხარი დაუჭირეს.

დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოკვლევა. კერძოდ კი, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ მოწვეული პირების გამოკითხვა მოხდება.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს