ლევან დავითაშვილი - იმედი მაქვს, რომ ახალ ფორმატში ჩვენ შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, რომელიც ქვეყნის შემდეგი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი

იმედი მაქვს, რომ ახალ ფორმატში ჩვენ შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, რომელიც ქვეყნის შემდეგი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნულმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულია იმ ფაქტით, რომ ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ ბევრი გამოწვევის პირობებში ჰქონდა შანსი მაღალ თანამდებობაზე ემუშავა და იმედი აქვს, ქვეყნისთვის ახალ ფორმატშიც ბევრის გაკეთებას შეძლებს.

„მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრემიერო იმისთვის, რომ მქონდა შანსი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მემუშავა და ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ ბევრი გამოწვევის პირობებში უზრუნველგვეყო ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის სტაბილური განვითარება. იმედი მაქვს, რომ ახალ ფორმატში ჩვენ შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, რომელიც ქვეყნის შემდეგი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, რომ წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა სხვადასხვა მიმართულებით და გარკვეული წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც პირადად ჩემთვის იყო დაუვიწყარი. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს ახალ პოზიციაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს, ეკონომიკის მინისტრად კი მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია