კახა კალაძე - უნდა გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები

დღეს, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება ნატო-ში. კარგად მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდი ქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა გვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-ნატო-ს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგიდან არ გამქრალა [ნატო-სკენ სვლა], არამედ თავად ნატო-ს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არ განიხილება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება სამომავლოდ“.

„ჩვენ ვიცავთ თავს, ვიცავთ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესს. დღევანდელი მოცემულობიდან, რა განცხადებებიც კეთდება, რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთან მიმართებით, რაც უფრო შორს იქნებიან ეს ადამიანები, მით უკეთესი. იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან უმძიმესია, სიცრუეზეა დაფუძნებული.

საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ მიმართულებით. თუნდაც ნახეთ, როგორი პარტნიორი იყო საქართველო საერთაშორისო მისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა არ ვართ, ყოველთვის ყველაზე მეტი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი საჯარისო დანაყოფების თვალსაზრისით. უამრავი მადლობა და წარმატება ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს. ჩვენ დავამტკიცეთ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ფაქტებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა. თუმცა, დღეს, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება ნატო-ში. კარგად მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდი ქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა გვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ