პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება

პარლამენტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურში მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება. პირებს, რომლებიც საჯარო სექტორში მრჩევლებად არიან დასაქმებული და ანაზღაურებას იღებენ, მრჩევლის საქმიანობის განხორციელება უსასყიდლოდ მოუწევთ.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს, პირველი მოსმენით - 81 ხმით, ერთხმად მიიღეს.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. აღნიშნული პროექტით, პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირებში, აგრეთვე იმ საწარმოებში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ფლობს, საკუთარ საქმიანობას უსასყიდლოდ განახორციელებენ და მრჩევლობისთვის შრომის ანაზღაურებას აღარ მიიღებენ.

ასევე, აღნიშნულ დაწესებულებებში, საჯარო სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება არ ექნებათ ასრულებდნენ რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში.

გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ აიპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს