რუსეთის მიერ ქალაქ დნეპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა

რუსეთის მიერ ქალაქ დნეპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა დნეპრს დაარტყა. რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაახლოებით 70 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ათი ბავშვია. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა სერგეი ლისაკმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსული ძალების დარტყმის შედეგად სასწავლო და სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ასევე, რუსების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში დარტყმის შედეგად, ქალაქ სამარაში 9 ადამიანი დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება