ახალი შესაძლებლობები BTU-ს IT საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის - გაცვლითი პროგრამები და პრაქტიკული სწავლება

საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც მუდმივ განახლებასა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას მოითხოვს. საქართველოში იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად სტუდენტებს სთავაზობენ საერთაშორისო შესაძლებლობებს, ტექნოლოგიურ რესურსებზე წვდომასა და თანამედროვე პროფესიულ უნარების განვითარებას, შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ სფეროს განვითარებაში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის IT საბაკალავრო პროგრამა სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული და სტუდენტებისთვის შესაბამისი აკადემიური და პრაქტიკული გარემოს უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

BTU-ს IT პროგრამა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრაქტიკაზე ორიენტირებულია. სტუდენტები პირველივე სემესტრიდან სწავლობენ ისეთ ძირითად და მნიშვნელოვან საგნებს, როგორიცაა: პროგრამირების საწყისები (Python), კომპიუტერული ქსელები, კომპიუტერის სისტემური პროგრამები, ოპერაციული სისტემა და სხვა. აღნიშნული საგნები სტუდენტებს აძლევს შესაბამის ცოდნასა და პირველივე კურსიდან დასაქმების შესაძლებლობას.

BTU-ს ჰყავს 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანია. BTU სტუდენტებს აღნიშნულ კომპანიებთან პარტნიორობის ფარგლებში სთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობებსა და ვაკანსიებს, ასევე იმართება დასაქმების ფორუმები, Job Shadowing პროგრამები და სხვადასხვა აქტივობა.

აღსანიშნავია, რომ BTU-ში საინფორმაციო ტექნოლოგიები ისწავლება საერთაშორისო სტანდარტებით, უნივერსიტეტს აქვს ისეთი ძლიერი აკადემიური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე და სხვა.

გარდა ამისა, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში და ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა „ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან“ თანამშრომლობის ფარგლებში.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც BTU-ის IT პროგრამას აქვს, არის ის, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ 4 წელიწადში არა ერთ, არამედ ორ პროფესიას დაეუფლონ. სურვილისამებრ, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ და სიღრმისეულად შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც, რის შედეგადაც ისინი მზად იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.

ამასთან, BTU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ მენეჯმენტი, ფინანსები, ციფრული მარკეტინგი და სხვა მოთხოვნადი მიმართულებები.

პროგრამით დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა შეავსეთ შემდეგი ფორმა ბმულზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება