ნებისმიერი ხასიათის ღონისძიებაში, იქნება ეს ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი თუ სხვა, მოსამართლის ჩართვის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გადაწყვეტს

სასამართლო სისტემაში მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი შემოდის - ნებისმიერი ხასიათის ღონისძიებაში, იქნება ეს ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი თუ სხვა, მოსამართლის ჩართვის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გადაწყვეტს. ასეთ ღონისძიებაში მოსამართლის ჩართვის მიზნით მასთან კომუნიკაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის გარეშე აკრძალული იქნება.

ეს არის სიახლე, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის პროექტის ფარგლებში შემოდის.

ცვლილებებით მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის განხორციელების წესი განისაზღვრება, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით, საბჭოს მდივნის მიერ საკითხის განხილვის შედეგად გადაწყდება, ჩაებმება თუ არა მოსამართლე გარკვეული ღონისძიების - (ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი/საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და ა.შ.) განხორციელებაში ტრენერის, მსმენელის თუ მონაწილის სტატუსით.

კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ის პარლამენტში ინიცირებულია და დაჩქარებული წესით განიხილება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს