აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა

აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი "ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ".

ინფორმაციისთვის, შემთხვევა 23 ივნისს, ათონელის ქუჩის მიმდებარედ აქციის მიმდინარეობისას მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ქვეითებისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე აქციის რამდენიმე მონაწილეს ავტომობილი განზრახ დაეჯახა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს