ფრიდრიხ მერცი - პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის, შესაბამისად, სამშვიდობო ძალისხმევებიც ამ ენაზე საუბარს საჭიროებს

პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის, შესაბამისად, სამშვიდობო ძალისხმევებიც ამ ენაზე საუბარს საჭიროებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინაში თავდასხმების ახალი ტალღით ნათელი გახადა, რომ რუსეთს მშვიდობის მზაობა არ გააჩნია.

“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გერმანიაში არ გვინდოდა ჩვენი ბალტიელი მეზობლების გაფრთხილებების მოსმენა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესახებ. ეს შეცდომა ვაღიარეთ. ამ გააზრებიდან უკან გზა არ არსებობს…

უკრაინაში მყარი მშვიდობა ყველა მხარის მზაობას მოითხოვს. რუსეთმა თავდასხმების ახალი ტალღით ნათელი გახადა, რომ ეს მზაობა არ გააჩნია.

პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. შესაბამისად, სამშვიდობო ძალისხმევებიც ამ ენაზე საუბარს საჭიროებს”, - წერს მერცი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!