მოსამართლის მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება - დასაშვები იქნება ვადის კიდევ ორი წლით გაგრძელება

მოსამართლის მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება. ასევე, დასაშვები იქნება ამ ვადის კიდევ ორი წლით გაგრძელება.

ეს არის კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის.

ამასთან, მოქმედი კანონით, მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინების გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს. ცვლილებებით, ასეთი გადაწყვეტილებისთვის საჭირო იქნება სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა.

მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, გასაჩივრება შეაჩერებს მივლინების გადაწყვეტილების მოქმედებას, საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.

უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას ენიჭება უფლებამოსილება, საკუთარი გადაწყვეტილებით დაასრულოს მივლინებასთან დაკავშირებული პროცედურა, თუ მიიჩნევს, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება იქნება უკანონო.

კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, საკვალიფიკაციო პალატას მხოლოდ საქმის ხელახლა განსახილველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაბრუნება შეუძლია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს