სტივენ დოუთი - ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც - „ქართულ ოცნებას“ ჩემი წუხილები პირდაპირ გადავეცი და ამას კვლავ გავაკეთებთ

ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ განაცხადა.

ბრიტანელი მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” წუხილები გადასცა და ამას კვლავ გააკეთებს.

“ქართველმა ხალხმა ნათელი გახადა თავიანთი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენ სრულიად ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” ჩემი წუხილები პირდაპირ გადავეცი და კვლავ გავაკეთებთ ამას”, - განაცხადა დოუთიმ.

ბრიტანელი მინისტრის დოუთის პასუხი მოჰყვა პარლამენტარ მარკ პრიტჩარდის (კონსერვატიული პარტია) კითხვას:

“გვარამია, ჯაფარიძე, ხაზარაძე, ჯაფარიძე და ვაშაძე - საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს. რის გაკეთებას აპირებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამასთან დაკავშირებით? და რა არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მესიჯი ქართველი ხალხისადმი, რომლებიც ამ უზარმაზარ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდიან?” .

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს