გიორგი გახარია ბერლინში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“  საერთაშორისო მდივანს შეხვდა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" (SPD) საერთაშორისო მდივანს შეხვდა.

მისი თქმით, ფილიპ ფინკთან ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საკითხი განიხილა.

„შევხვდი "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წევრ ფილიპ ფინკს, განვიხილეთ საქართველოსთან პარტიის სოლიდარობის გაღრმავებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საკითხი.

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ "გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა" და პარტია „საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ჩვენი პარტიის წინსვლაზე ევროპელი სოციალისტების პარტიაში", - აღნიშნავს გახარია X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება