ანდრეი სიბიგა - ველით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ნამდვილად ძლიერი იქნება და პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს ელის, რაც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს.

„კარგი შეხვედრა მქონდა კაია კალასსთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯები რუსეთზე სანქციების გაზრდის მიზნით. ველით, რომ ისინი ნამდვილად ძლიერი იქნება და პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს“, - წერს სიბიგა სოციალურ პლატფრომა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასსთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობის საკითხიც განიხილეს.

„ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა მოლაპარაკების პირველი კლასტერის გასახსნელად და რომ ერთი ქვეყნის მიერ პროცესის დაბრკოლება მიუღებელია“, - წერს სიბიგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს