ემანუელ მაკრონი - რუსეთი უარყოფს მშვიდობას, ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს - არ შეიძლება, რუსეთმა დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მისი ქვეყნის მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„მკაცრად დავგმე რუსეთის მიერ დნეპრის მასიური თავდასხმა და უკრაინის ქალაქებზე ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ სამ თვეზე მეტია მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობას. ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს ისე, რომ ამის გამო პასუხისმგებლობა არ ეკისრება. არ შეიძლება, რუსეთმა დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას უკრაინაში მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს