კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება

მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები ფართოვდება - მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება.

ამას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით განხილვის საგანია.

კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომები მოსამართლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უგულებელყოფის ყველა შესაძლო ქმედებას ვერ ფარავს.

„ეს ცვლილება აუცილებელია მოსამართლეების საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების გაძლიერების თვალსაზრისით“, - აცხადებენ კანონის პროექტის ინიციატორები.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება