მარკო რუბიო - აშშ-ის სარაკეტო დარტყმების შემდეგ, ირანი ბირთვული იარაღის შექმნისგან გაცილებით შორს არის

აშშ-ის სარაკეტო დარტყმების შემდეგ ირანი ბირთვული იარაღის შექმნისგან გაცილებით შორს არის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Politico-ს განუცხადა.

„დღეს ისინი გაცილებით შორს არიან ბირთვული იარაღისგან, ვიდრე პრეზიდენტის მიერ ამ ძლიერი ქმედების განხორციელებამდე იყვნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ. სხვადასხვა კომპონენტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და ამის შესახებ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები არ განადგურებულა, სიცრუეს წარმოადგენს.

„ასეთი ამბების შესახებ კომენტარის გაკეთება არ მიყვარს. ეს ამბავი სიცრუეა და მისი ხელახლა გაშუქება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს იმას არ ასახავს, რაც ხდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, მანამდე, რამდენიმე მედია საშუალებამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის