გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერების დაკავებაზე - მწვავე კრიტიკა სად ნახეთ? - მათ არავინ ექომაგება, იციან, რომ როცა დანაშაულს სჩადიხარ, აუცილებლად დაგიჭერენ

პატარძალმა ეზო ვერ დაგავა იმიტომ, რომ მრუდეაო - მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწია და ამიტომ იჭერენო, იციან, რომ დაიჭერენ და თეატრალურ სპექტაკლს დგამენ, ოფისში ელოდებიან და ა.შ. არავინ არავის იჭერს განსხვავებული პოზიციის გამო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე საერთაშორისო გამოხმაურებებს შეეხებოდა.

მისი თქმით, დაკავებულ პოლიტიკოსებს „არავინ ექომაგება, რადგან იციან, რომ როცა დანაშაულს სჩადიხარ, აუცილებლად დაგიჭერენ“.

„პატარძალმა ეზო ვერ დაგავა იმიტომ, რომ მრუდეაო“ - მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწია და ამიტომ იჭერენო. რომელი პოლიტიკოსია, ვისაც ვინმემ განსხვავებული მოსაზრება შეუზღუდა, ან არჩევნებში მონაწილეობა? როცა "სისხლის სამართლის კოდექსს" არღვევ, ბუნებრივად მოხდება ის, რომ რეაგირება იქნება. ამერიკის პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის განცხადებები მოისმინეთ, სადაც თქვეს, რომ ვინც კანონს შეეწინააღმდეგება, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული - პირდაპირ დახვრეტაზე მიუთითებდა შერიფი. თან იციან, რომ დაიჭერენ და თეატრალურ სპექტაკლს დგამენ, ოფისში ელოდებიან და ა.შ. არავინ არავის იჭერს განსხვავებული პოზიციის გამო. მწვავე კრიტიკა სად ნახეთ? - მათი პატრონების პოზიციები გასაგებია. ისინი იმასაც ამბობენ, რომ სჯობს, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნასო. მათ არავინ ექომაგება, რადგან იციან, რომ როცა დანაშაულს სჩადიხარ, აუცილებლად დაგიჭერენ”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია