სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა უქმდება

სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა უქმდება.

მისი გაუქმება 1-ელი სექტემბრიდან არის დაგეგმილი. დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციებს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოში შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით შეასრულებს.

აღნიშნული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებშია ასახული, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იხილავს.

„როგორც წესი, მოხელის, სახელმწიფო მოსამსახურეების დისციპლინური დევნის საკითხი მისმა დამნიშნავმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. ამდენად, უფრო მართებულია, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: - მოკვლევის დაწყება, მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ფორმალური საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა და ა.შ. მიიღოს არა მოსამართლეთა თანამდებობაზე დამნიშნავი კონსტიტუციური ორგანოსგან განყენებულად მყოფმა სუბიექტმა - დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, არამედ მოსამართლეთა მიერ უშუალოდ არჩეულმა თანამდებობის პირმა, რომელიც საბჭოს ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს და პროფესიონალ მოსამართლეს წარმოადგენს“, - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.

კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ის პარლამენტში ინიცირებულია და დაჩქარებული წესით განიხილება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება