ნიკოლ ფაშინიანი - სამართალდამცველებმა „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთში დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად

სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს.

„სამართალდამცველებმა „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს, წევრებისა და მხარდამჭერების სახლებში ჩხრეკას დილიდან ატარებენ.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობამ „კონსტიტუციით დაშვებული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლო და ამის მიღწევა კონსტიტუციით დაუშვებელი გზით დაისახა მიზნად“.

გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა „ტერორისტული აქტების ჩადენისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფის წევრებთან ერთად საჭირო ინსტრუმენტები და საშუალებები შეიძინა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს