მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით გვეუბნებიან, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ხომ იცით, ის ძალა და მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობენ

ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რასაც ხმამაღლა არასდროს ამბობენ - ჩვენ გვეუბნებიან, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ხომ იცით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ის ძალა და მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო, ამას გეუბნებიან, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობენ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოში დღეს თუ „რაიმე აკნინებს ევროკავშირის ინტერესებს და ევროპულ ინტერესებს, არის მათი და არა „ქართული ოცნების“ ქმედებები“.

„ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რასაც ხმამაღლა არასდროს ამბობენ ხოლმე.

ჩვენ გვეუბნებიან, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ხომ იცით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ძალა და მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო. ამას გეუბნებიან, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობენ.

მე ვბედავ ახლა და ვამბობ ამას, რაც შემდეგ შეიძლება შეფუთონ, რომ თითქოს ევროპულ ინსტიტუტს მივაყენე შეურაცხყოფა. არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ამას თვითონ ამბობენ, თუმცა ხმამაღლა არ საუბრობენ. ინსტრუმენტად იყენებენ ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას, რასაც შემდეგ ქართულ საზოგადოებაში შეიძლება, ერთი ამბავი მოჰყვეს და ქართულ საზოგადოებას აფიქრებინონ, რომ აი, ნახეთ, როგორ ფიქრობენ ევროპელები საქართველოზე.

ძალიან სამწუხაროა, ეს საბოლოო ჯამში, აზიანებს მთავარს – საქართველოში ევროპულ ინტერესს და საქართველოს ევროპულ ინტერესს. საქართველოში დღეს თუ რამე აკნინებს ევროკავშირის ინტერესებს და ევროპულ ინტერესებს, არის მათი და არა „ქართული ოცნების“ ქმედებები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს