ნიკუშა კაციას ადვოკატი - მოწმე პოლიციელის განმარტებები არ არის რელევანტური და არ არის პროფესიონალურად დასაბუთებული - პატაკში დაფიქსირებული ფაქტობრივად არცერთი ფაქტი არ დასტურდება

მოწმის განმარტებები არ არის რელევანტური და არ არის პროფესიონალურად დასაბუთებული - პატაკში დაფიქსირებული ინფორმაცია, ფაქტობრივად არცერთი ფაქტი არ დასტურდება,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამომძიებელს, რომელსაც ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე, ნიკა კაციას ბინა უნდა გაეჩხრიკა, გასაღების დაზიანების გამო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ვერ მოახერხა და არანაირი დამატებითი ზომები არ მიუღია, სახლიდან შესაძლო მტკიცებულებების ამოღებასთან დაკავშირებით.

„მოწმე პოლიციელი დაიკითხა, რომელიც მონაწილეობდა ნიკა კაციას ბინის ჩხრეკის ეპიზოდში, რომელმაც განმარტა, რომ კარის დაზიანების გამო, ნიკა კაციას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ვერ მოხერხდა, რადგან გასაღები კარებში ჩატყდა. ეს გარემოება კი ადასტურებს იმას, რომ გამომძიებელმა ყველა შესახლო საგამოძიებო მოქმედება არ განახორციელა. ასევე, დავსვით კითხვები, გადაღების გატეხვის შემდეგ თუ რატომ არ მოხდა მათი მხრიდან სამაშველო სამსახურის გამოძახება, რომელიც ვერ განმარტა, როცა საცხოვრებელ სახლში ნიკა კაციას დედა იმყოფებოდა. მაგრამ ცუდად რომ გამხდარიყო, ვერ ამბობს, როგორ მოხერხდებოდა მისი დახმარება. მისი განმარტებით, მან საჭიროდ არ ჩათვალა სამაშველო სამსახურის გამოძახება, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა, რადგან სახლში უკვე იმყოფებოდა პიროვნება, რომელსაც შესაძლოა, ანუ ნიკოლოზ კაციას დედას, შესაძლო მტკიცებულება გაენადგურებინა. თუმცა ამაში დარწმუნებულები არ იყვნენ და ვარაუდი გამოთქვეს. პოლიციის განმარტება ტყუილის გადაფარვას ემსახურებოდა. მოწმის განმარტებები არ არის რელევანტური და არ არის პროფესიონალურად დასაბუთებული.

პატაკში დაფიქსირებული ინფორმაცია, ფაქტობრივად არცერთი ფაქტი არ დასტურდება",- განაცხადა ნინო ლომინაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე გამომძიებელი და ექსპერტი გამოიკითხა.

ასევე პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულსა და მოსამართლეს შორის კამათიც მოხდა, როდესაც დაცვის მხარე, გამომძიებელს კითხვებს უსვამდა, რაზეც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„თქვენც მოიქეცით ისე, როგორც მოსამართლე უნდა იქცეოდეს, თუ გნებავთ 10 შენიშვნა მომეცით. ნუ მიქაჩავთ თვალებს, ისედაც ვიცი, რომ უსამართლო ხართ",- მიმართა ნიკუშა კაციამ მოსამართლეს.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო