ირმა ზავრადაშვილი - ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები გაექცნენ პასუხისმგებლობას და საკუთარ ამომრჩეველს ციხეში დაემალნენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები გაექცნენ პასუხისმგებლობას და საკუთარ ამომრჩეველს ციხეში დაემალნენ.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ქართველი ადამიანი საუკუნეების განმავლობაში მენტალურად ყველაზე მეტად რასაც ვერ ეგუება და არ შეეგუება არასდროს, ეს არის ღალატი და უსამართლობა. სწორედ ეს კომისია მისცემს ქართველ ხალხს იმის საშუალებას, რომ იმ 9 წლის განმავლობაში, რასაც ეს რეჟიმი აკეთებდა, სამშობლოს მოღალატეები და უსამართლობა გარკვეული ფორმით კომპენსირებული იყოს.

ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები გაექცნენ პასუხისმგებლობას და საკუთარ ამომრჩეველს ციხეში დაემალნენ. რამდენად შესაძლებელია, პასუხები, რაც თავის დროზე, საგამოძიებო კომისიისთვის უნდა გაეცათ, კომისიის კითხვებს უპასუხონ იქიდან ანუ სადაც არიან?“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს