თეა წულუკიანი ანდრიუს კუბილიუსზე - ალბათ, დროა, გადავიდეთ იმაზე, რომ ვთქვათ: დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა!

ალბათ, დროა გადავიდეთ იმაზე, რომ ვთქვათ: დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა! - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული განცხადება კომისიის სხდომაზე წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კომისიის სხდომაზე მიწვეულმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანდრიუს კუბილიუსი იმ პირებს შორის დაასახელა, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიდა.

„იყვნენ ევროპელი დეპუტატები, განსაკუთრებით ხშირად ევროპარლამენტარებისგან ისმოდა ასეთი იდეები [არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი]. [პირადად მეუბნებოდნენ] კი, ასეთი ფაქტიც იყო, დღეს ევროკომისარია ის ადამიანი, ყველამ კარგად იცის.

იყვნენ ასეთიც, უფრო გული რომ შესტკიოდათ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე წუხდნენ და [გვეუბნებოდნენ], რატომ გავაკეთეთ განაცხადი, ხომ ვიცოდით, ამას მოჰყვებოდა ინსტრუმენტად გამოყენება და ასეთ ვითარებაში რატომ გავბედეთ, გავაკეთეთ ეს განაცხადი ამ სიტუაციაში, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია არც მაშინ, არც ახლა, რომ ეს შეცდომა იყო და ეს არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმ მომენტში. ეს იყო, რაც იმ მომენტში საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა და ეთქვა. ეს იყო, რაც 2020 წელს ვთქვით, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ უნდა გაგვეკეთებინა და ეს გეგმაში გვქონდა. რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო ამის გაკეთება. სამწუხაროდ, მაშინ კარგად გამოჩნდა, ევროინტეგრაცია ჩვენთვის რომ ასეთი მნიშვნელოვანია, ვიღაცისთვის კი მხოლოდ ინსტრუმენტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა კუბილიუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ:

„ჩემი მხრიდან განვმარტავ, რომ ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი, არის ანდრიუს კუბილიუსი“,- აღნიშნა სუბარმა.

სუბარს თეა წულუკიანის რეპლიკა მოჰყვა:

„ალბათ, დროა გადავიდეთ იმაზე, რომ ვთქვათ, დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა!“ - განაცხადა წულუკიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის