ვიქტორ ორბანი - არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება - ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“

ნატო-ს უკრაინაში არაფერი ესაქმება. უკრაინა, ისევე როგორც რუსეთი, ნატო-ს წევრი არ არის და ჩემი ამოცანაა, რომ ასეც დარჩეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უნგრეთის პრემიერი არ თვლის, რომ რუსეთი ალიანსისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, მისი თქმით, ნატო-ს სამიტის დეკლარაციებში „ამას მუდმივად ახსენებენ“.

„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რაიმე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. რადგან ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი