ზვიად კორძაძე - მამუკა ხაზარაძე ვარჯიშობს და კარგად  არის - ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას

მამუკა ხაზარაძე ვარჯიშობს და კარგად არის - ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს ოპოზიციონერი ლიდერი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც კორძაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე მხნედ არის.

„მხნედ არის, ნორმალურად. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას, რომელშიც ვიმყოფებით. განწყობა იგივეა, მხნეობა იგივეა. არაფერი შეცვლილა, ვარჯიშობს და კარგად არის“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ 23 ივნისს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი