ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალ ელჩად ლევან დიასამიძე დაინიშნა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას.

„2019-2022 წლებში იყო ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული; სხვადასხვა დროს, ლევან დიასამიძე გახლდათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

სხვადასხვა დროს ლევან დიასამიძე იკავებდა მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას საგარეო უწყებაში, ასევე, იყო სამხედრო–პოლიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ლევან დიასამიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს