სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანის განცხადებით, საგარეჯოს სოციალურ საცხოვრისში, სადაც ამჟამად 40-ზე მეტი ოჯახი, მათ შორის, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ხანდაზმულები და ბავშვები ცხოვრობენ, არსებული საცხოვრებელი პირობები ღირსების შემლახავია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მხრიდან გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ისინი არ არიან დაცული ქარისა და წვიმისგან, ზოგიერთ ბენეფიციარს კი არ აქვს წვდომა საპირფარეშოსა და აბაზანაზე.

„2025 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოს სოციალურ საცხოვრისს ეწვია, დაათვალიერა შენობა და იქ მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდა.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოციალურ საცხოვრისში, სადაც ამჟამად 40-ზე მეტი ოჯახი, მათ შორის, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ხანდაზმულები და ბავშვები ცხოვრობენ, არსებული საცხოვრებელი პირობები ღირსების შემლახავია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მხრიდან გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს.

შენობის დაბზარული, დაობებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები, ჩამოშლილი ბათქაში, მორყეული ან არარსებული დამცავი მოაჯირები, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, ნესტი, ასევე, პერიოდულად ფასადიდან მოსაპირკეთებელი მასალის ცვენა საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ პირებს. ამასთან, მაცხოვრებლები არ არიან დაცული ქარისა და წვიმისგან, ზოგიერთ ბენეფიციარს არ აქვს წვდომა საპირფარეშოსა და აბაზანაზე, სადარბაზოებში არ არის განათება.

ხაზგასასმელია, რომ გაუმართავი კანალიზაციის სისტემის გამო სანიაღვრე წყლები გარე პერიმეტრზე იღვრება, რის გამოც, ირგვლივ გაუსაძლისი სუნი დგას. მაცხოვრებელთა თქმით, შენობის მიმდებარედ ბალახსა და ნაგავში ქვეწარმავლები და მღრღნელები ბუდობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მომზადებული რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება