ნატო-ს წევრები 2035 წლამდე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ

ნატო-ს წევრები 2035 წლამდე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნატო-ს ჰააგის სამიტის დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეკლარაციის თანახმად, ნატო-ს მოკავშირეები მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

„მოკავშირეები 2035 წლისთვის ყოველწლიურად თავდაცვის ძირითად საჭიროებებზე მშპ-ს 5%-ს ჩადებენ, ასევე თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე“, - ნათქვამია სამიტის დეკლარაციაში.

ასევე, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ.

„მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენს უსაფრთხოებას ხელს უწყობს და ამ მიზნით, მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების გაანგარიშებისას უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის პირდაპირ შენატანებს განახორციელებენ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს