თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ  ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია და აღსრულების ეროვნული ბიურო მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი ლაშა მოძღვრიშვილი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების საკითხები (უკანონო მშენებლობების შეჩერება, დემონტაჟი, ფინანსური სანქციები და ყადაღა).

მხარეები შეთანხმდნენ, სახელმწიფო და კერძო მიწებზე უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად და პრევენციისთვის, უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე.

„თბილისის ურბანულად სწორი განვითარებისთვის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კანონიერი ინტერესების დასაცავად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკანონო მშენებლობების აღკვეთას. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ქმედით ღონისძიებებს ატარებს.

დღეს, შეხვედრა გვქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალ ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ აღსრულების ბიუროსა და აღსრულების პოლიციის ჩართულობით, ინტენსიურად დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. ასევე, შევთანხმდით ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა უკანონო მშენებლობის შეჩერება, ფინანსური სანქცია და დემონტაჟი, აღსრულების ეფექტურ მექანიზმებზე“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს