ზვიად რატიანი - არსად მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყო, ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის ციხეში

არსად მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყო - ისეთ ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის ციხეში, - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულმა პოეტმა, ზვიად რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ასევე არ აპირებს, რომ დანაშაული განმეორებით ჩაიდინოს.

"რაც შეეხება საფრთხეებს, პუნქტობრივად მივყვები. არსად მივიმალები, რადგან მე ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყო. მოწმეებზე ზემოქმედებას რაც შეეხება, ისეთ ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის, ციხეში.

რაც შეეხება დანაშაულის გამეორებას - იმ საქმეში, რომელსაც მე ვემსახურები - ლიტერატურაში, ერთი და იმავე მეტაფორის გამოყენება ლამაზი არ არის.

რასაც ბრალად მიყენებთ, ამის გამეორებას არ ვაპირებ", - განაცხადა ზვიად რატიანმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა პოეტისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი, ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს