ზვიად რატიანის საქმის პროკურორი - ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში

2025 წლის 23 ივნისს ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, - ამის შესახებ პოეტ ზვიად რატიანის საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის თქმით, საქმეს, ასევე, ერთვის პოლიციელთა ჩვენებები და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები.

“ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციელზე თავდასხმისა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, კერძოდ 2025 წლის 23 ივნისს იგი თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეო ჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში. გარდა პოლიციელთა ჩვენებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებისა, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები ნათლად ასახავს, რომ ბრალდებული თავს ესხმის პოლიციელს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მას.

სხვა დეტალებთან მიმართებაში უკვე გამოძიების მსვლელობის ეტაპზე დადგინდება და შემდეგ უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იქნება გარკვეული”, - განმარტა პროკურორმა.

ცნობისთვის, ზვიად რატიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს