ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ევროპასაც შეუძლია დახმარება, განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი - პუტინი ნამდვილად არ იგებს

დონალდ ტრამპთან ბრძოლის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვისაუბრეთ, პუტინი ნამდვილად არ იგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ევროპასაც შეუძლია დახმარება, ასევე, ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე განიხილეს დრონების ერთად წარმოების პოტენციალი.

“კარგი შეხვედრა მქონდა ჰააგაში აშშ-ის პრეზიდენტთან.

პრეზიდენტ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში წარმატებული ოპერაცია მივულოცე. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ქმედებებმა დაასუსტა არა მხოლოდ მათი [ირანის] ბირთვული პროგრამა, არამედ, ასევე, მათი დრონების წარმოების შესაძლებლობები. გავაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას.

პრეზიდენტთან ჩვენი ხალხის დაცვა განვიხილეთ - უპირველეს ყოვლისა, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა, რათა ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხი, ეკლესიები და ინფრასტრუქტურა დავიცვათ. უკრაინა მზად არის ეს აღჭურვილობა იყიდოს და მხარი დაუჭიროს იარაღის ამერიკელ მწარმოებლებს. ევროპას დახმარება შეუძლია. ასევე განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი. ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია.

პრეზიდენტს ასევე შევატყობინე როგორ წარიმართა სტამბოლში ჩვენი ტექნიკური გუნდების შეხვედრები, ისევე როგორც ტყვეებისა და გარდაცვლილების გაცვლები. რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები გადმოგვცა. კიევში ამჟამად სასამართლო ექსპერტიზები მიმდინარეობს მათი ნათესავების დასადგენად.

ვისაუბრეთ ვითარებაზე ბრძოლის ხაზზე. პუტინი ნამდვილად არ იგებს. პრეზიდენტს ფაქტები წარვუდგინე რეალურად რა ხდება [ჩვენს] მიწაზე.

მადლობა შეხვედრისთვისა და თქვენი მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობელი ვარ ჩვენი ხალხის შესახებ ნამდვილად კეთილი სიტყვებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას”, - წერს ზელენსკი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია