პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე 18 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე 18 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და ოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 5 გრამზე მეტი „კოკაინი“, 93 გრამზე მეტი „ჰეროინი“; 0,63 გრამამდე „ალფაპევეპე; 0,033 გრამამდე „ბუპრენორფინი“; 12,6 გრამადე ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“, 115 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ და 5 კილოგრამზე მეტი „მცენარე კანაფი“.

13 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების; ჯგუფურად, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 5 პირს ბრალდება ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების ფაქტზე წარედგინა, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; დაკავებულების ნაწილს ასევე ბრალდება წარედგინათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტებზე.

პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ბრალდებულების უმეტესობას უკვე შეეფარდა პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო