უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შესაბამის შეთანხმებას სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში მოეწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნულ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტის დროს.

მანამდე, 24 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეთანხმებას ხელმოსაწერად ოფიციალური უფლებამოსილება მიანიჭა.

“პირველად იქმნება სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი აგრესიის დანაშაულების განსახილველად. ევროპის საბჭოს ფარგლებში შექმნილი ეს ტრიბუნალი, ორმაგი სტანდარტების გარეშე საერთაშორისო სამართლის გამოყენებით, პასუხს აგებინებს მათ, ვინც ძალა გამოიყენა გაეროს ქარტიის დარღვევით და დაადასტურებს, რომ ევროპის უსაფრთხოება ეყრდნობა არა სიჩუმესა და დაუსჯელობას, არამედ კანონს, პრინციპებსა და ქმედებებს”, - განაცხადა ბერსემ.

ცნობისთვის, სპეციალური ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გამოძიებების ჩატარებას სახელმწიფოს უმაღლესი პირების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც წესი, პერსონალური იმუნიტეტებით არიან დაცული, თუმცა განაჩენების გამოტანა მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!