პროკურატურა - რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - მან დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.

"დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!