ურსულა ფონ დერ ლაიენი - მივესალმები შეთანხმებას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ - მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ

თბილად მივესალმები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ და სამართალი გაიმარჯვებს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შესაბამის შეთანხმებას სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში მოეწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნულ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტის დროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს