აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - მოვიპოვეთ სანდო მტკიცებულებები, რომ ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოიპოვა სანდო მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბოლო დროს განხორციელებული დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.

„ეს მოიცავს ისტორიულად სანდო წყაროდან/მეთოდით მიღებულ ახალ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა და მის აღდგენას წლები დასჭირდება“, - განაცხადა რეტკლიფმა.

ამასთან, ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები დარტყმების შედეგად განადგურდა.

„დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს იმას, რაც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა: ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია. თუ ირანელები აღდგენას გადაწყვეტენ, მათ სამივე ობიექტის (ნატანცი, ფორდოუ, ესფაჰანი) სრულად აღდგენა მოუწევთ, რასაც, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება“, - დაწერა გაბარდმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა