საბერძნეთში კუნძულ ქიოსზე, ტყის ხანძრების უნებლიედ გაჩენაში ეჭვმიტანილი ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრების უნებლიედ გაჩენაში ეჭვმიტანილი ქართველი ქალი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველ ქალს სიგარეტის გადაგდების შედეგად კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრების ერთ-ერთი კერის შემთხვევით გაღვივებაში ედება ბრალი.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ქართველმა ქალმა, რომელიც ქიოსზე დამლაგებლად მუშაობს, სიგარეტის გადაგდების შედეგად ხანძრის გაჩენა „აღიარა“.

ლეიტენანტმა კონსტანტინე კოზანისმა გამოცემას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი სამშაბათს დააკავეს და მას ბრალს დღეს წაუყენებენ.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი თვითმხილველებმაც დაინახეს.

ცნობისთვის, კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრებს გასული კვირის შემდეგ 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ათობით სოფლის ევაკუაცია განახორციელა. ტყის ხანძრებმა კუძულზე დაახლოებით 4000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს