თბილისის მერია - მუნიციპალური ინსპექცია ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ღონისძიების ფარგლებში, დემონტაჟი განხორციელდება სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების. ასევე, მიწის მოჭრისა და ხეების დაზიანების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

„ღონისძიების შედეგად, არსებული სატყეო ზონა და უნიკალური ფიჭვნარი შეუნარჩუნდება დედაქალაქს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს