სემეკი სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ კომისიას მასპინძლობს

26-27 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ კომისიას მასპინძლობს. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება, რომელიც მარეგულირებლებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სომხეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, მესროპ მესროპიანმა.

მისასალმებელ სიტყვებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს მარეგულირებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

დავით ნარმანიას თქმით, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც მარეგულირებელი კომისიების გაძლიერების, ასევე სექტორების ეფექტიანი რეგულირების თვალსაზრისითაც.

„სემეკი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა მარეგულირებელ კომისიებთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, სექტორების ეფექტიანი რეგულირების მიზნით, პერიოდულად განვიხილოთ სხვა კოლეგა უწყებების გამოცდილება. ასევე, ჩვენს უცხოელ კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია სემეკის გამოცდილების შესახებ, კომისიის მიერ შექმნილ და პრაქტიკაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც ფაქტობრივად, წარმოადგენს სემეკის ექსკლუზიურ პროექტებს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

როგორც სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, მერსოპ მერსოპიანმა აღნიშნა, მარეგულირებლებს შორის არსებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ინსტიტუციების გაძლიერებასა და მუდმივ განვითარებას.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობენ სემეკის წევრები, სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ხელშემწყობი მექანიზმების, განახლებადი ენერგიების, სატარიფო პოლიტიკის, მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს