ანდრო ჭიჭინაძე - ადვოკატის იძულების წესით დანიშვნა და მასთან სამომავლო შეხვედრა, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემს უფლებებს

იძულების წესით ადვოკატის დანიშვნა ჩემთვის და მასთან სამომავლო შეხვედრა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემს უფლებებს,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა.

ამ წუთებში სასამართლოში ბრალდებულების შუამდგომლობას განიხილავენ, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების აცილებას ითხოვენ, რომლებიც სავალდებულო წესით მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ყველა დაკავებულს გასულ სხდომაზე დაუნიშნა.

„25 ივნისს, ჩემთან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი სალომე არდოტელი მოვიდა, რომელთანაც არანაირი პირადი წყენა არ მაქვს, პატივისცემა მინდა გამოვხატო, თუმცა, ამ სიტუაციაში მიზანშეწონილი არაა, ეს ადამიანი მიცავდეს, ვინაიდან ჩემს ინტერესებს კერძო ადვოკატები იცავენ, მათ სრულ ნდობას ვუცხადებ ადვოკატებს.

ჩემს საქმესთან დაკავშირებით დეტალებს იძულების წესით, სახაზინოდ დანიშნულ ადვოკატებს ვერ შევათანხმებ, იძულების წესით ადვოკატის დანიშვნა ჩემთვის და მასთან სამომავლო შეხვედრა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემს უფლებებს“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

იგივე პოზიცია დააფიქსირეს დანარჩენმა ბრალდებულებმა და აღნიშნეს, რომ ისინი ნდობას მხოლოდ მათ მიერ დაქირავებულ ადვოკატებს უცხადებენ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო