ანდრო ჭიჭინაძისთვის დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი მოსამართლეს - მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, ვისაც ის ნდობას უცხადებს

მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, ვისაც ის ნდობას უცხადებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივმა ადვოკატმა სალომე არდოტელმა განაცხადა, რომელიც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს სავალდებულო წესით დაუნიშნა.

არდოტელი კოლეგებთან ერთად განმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საქმეში ჩართულები, ვინაიდან დაკავებულებს დაქირავებული უფლებადამცველები იცავენ.

„მე, როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატს, პრეტენზია მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული სამართლებრივი მოვალეობები პირნათლად და უმაღლეს დონეზე შევასრულო. ამის გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ადვოკატი როდის ინიშნება - საზოგადოებრივი ადვოკატი საქმეზე მაშინ ინიშნება, როცა სავალდებულო დაცვის შემთხვევაა, ამ შემთხვევაში, ყველა ვთანხმდებით, რომ სავალდებულო დაცვას არ აქვს ადგილი. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა უმთავრესად ემყარება ნდობას. მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. თითოეულის ადვოკატი, ვისი უფლებადამცველადაც დავინიშნე, გამოცხადებული არის პროცესზე, მათგან პროცესის გაჭიანურების სურვილს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა არდოტელმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია