უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რუსეთის ტერიტორიიდან „ზაფხულის შეტევის“ მცდელობების ტალღა წელს ჩაცხრება - ჩვენ მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები უკვე იძლევა შედეგს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირიდან სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში რუსეთის ძალების შეტევა შეჩერებულია და საბრძოლო შეტაკებების ხაზი სტაბილიზებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირიდან სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში რუსეთის ძალების შეტევა შეჩერებულია და საბრძოლო შეტაკებების ხაზი სტაბილიზებულია.

მისივე თქმით, გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული დანაყოფები აქტიურად ამოქმედებენ თავდაცვის ტაქტიკას და ათავისუფლებენ უკრაინის მიწას სუმის სასაზღვრო რაიონში.

როგორც მთავარსარდალმა განმარტა, კურსკის ოლქში უკრაინის შეტევითმა მოქმედებებმა აიძულა მოწინააღმდეგე, ძალების ნაწილი თავისი ტერიტორიის დასაცავად გაეგზავნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სუმის მიმართულებით შეტევის შესაძლებლობები.

„მაის-ივნისის შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მტრის მიერ „ზაფხულის შეტევის“ მცდელობების ტალღა წელს ჩაცხრება, ისევე როგორც გასულ წელს ხარკოვის ოლქში მტრის მიერ შეტევითი მოქმედებების მცდელობა. ჩვენს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები უკვე იძლევა შედეგს. სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონში რუსული ჯარების წინსვლა ამ კვირიდან შეჩერებულია, საბრძოლო შეხების ხაზი სტაბილიზებულია“, - თქვა სირსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს