მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

სხდომა სწორედ ბრალდებულების შუამდგომლობით დაიწყო, რომლებმაც იურიდიული დახმარების სამსახურიდან სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატების აცილება მოითხოვეს.

დაკავებულებმა ნდობა მხოლოდ მათ მიერ დაქირავებულ უფლებადამცველებს გამოუცხადეს.

პოზიცია დააფიქსირეს საზოგადოებრივმა ადვოკატებმაც და განმარტეს, რომ ისინი ბრალდებულების შუამდგომლობას ეთანხმებოდნენ და საქმეს უნდა ჩამოსცილებოდნენ. ამასთან, ყველა მათგანი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა ნდობას ეფუძნება, ისინი კი მათ უნდობლობას უცხადებდნენ, რის გამოც, საქმეს უნდა ჩამოსცილებოდნენ.

ადვოკატების შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა არ ნიშნავს, რომ კერძო ადვოკატები არ მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, დაქირავებული ადვოკატები ისევ გააგრძელებენ მათი უფლებების დაცვას, როგორც აქამდე.

გალუსტაშვილის თქმით, გასულ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი არ იმყოფებოდა, იმისთვის რომ საქმე არ გაჭიანურდეს, მიზანშეწონილად ჩათვალა, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაერთო.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატმა ბექა ხახობაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის თქმით, მოსამართლე დაცვისა და ბრალდებულების უფლებას არღვევს, რის გამოც, მას საქმე უნდა აეცილებინა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის