გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სოციალური მეწარმეობის ვორკშოპი ჩატარდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, როგორც ოფიციალურ მასპინძელ ორგანიზაციაში, ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული SDG ოლიმპიადა 2025-ის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის სამდღიანი ვორკშოპი ჩატარდა. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვორკშოპი მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის დეტალური ინსტრუქციების მიწოდებას საქართველოს საბაზრო ინდუსტრიაზე მორგებული პერსპექტიული, მოგებაზე ორიენტირებული სოციალური მეწარმოების ბიზნესკონცეფციის შესამუშავებლად.

„ბიზნესკონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ შემდეგ თემატიკაზე: ბიზნესი, როგორც სამოქალაქო აქტორი; ნარჩენების მართვა; დაბინძურება; ხელოვნური ინტელექტი და მდგრადობა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება საგანმანათლებლო კურიკულუმში.

სოციალური მეწარმეობის ვორკშოპი მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, თამარ ბიწაძემ გახსნა.

ვორკშოპს GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი და Libra Alliance-ის პრეზიდენტი, საფრანგეთის მეწარმეთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პროფესორი მეჰდი მაჯიდი უძღვებოდა.

ვორკშოპზე სოციალური მეწარმეობის ეკონომიკური ღირებულებისა და სოციალური საწარმოების მარკეტინგის შესახებ მოხსენებით გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია და ბიზნესისა და მართვის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორი, თენგიზ თაქთაქიშვილი.

SDG ოლიმპიადა ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საკონკურსო შესაძლებლობაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების მიერ ინოვაციური სტრატეგიის შემუშავებას მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებისათვის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა სამოქალაქო მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური მედია.

ცენტრის წარმომადგენლები და მენტორები ვორკშოპის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრებს ივნისი-ივლისის პერიოდშიც გააგრძელებენ. სოციალური მეწარმეობის ბიზნეს კონცეფციების საბოლოო ვერსია კი SDG ოლიმპიადის გუნდს 24 აგვისტომდე გადაეგზავნება“,-აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია