გრიგოლ გეგელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და პარლამენტარებს ხვდება

„ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

„ლელო - ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის ცნობით, გეგელია შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოს და ასამბლეის პარლამენტარ წევრებს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოდან.

„სრულიად საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვა ლიდერების წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკურ დევნაზე. ჩვენ ვხედავთ უმაღლესი დონის გამოხმაურებას, მათ შორის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და კონგრესის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრისა და პარლამენტის მხრიდან. ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები კარგად ათვიცნობიერებენ, რომ მკაფიო ქმედების გარეშე, ქართველი ხალხი კარგავს თავისუფალ, ეროვნულ და ევროპულ სახელმწიფოს. დღეს დაგეგმილია საგანგებო დებატი საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული სახელმწიფოები არ აპირებენ ქართველი ხალხის რუსული რეჟიმის პირისპირ მარტოდ დატოვებას”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მისი თქმით, საქართველომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის ტრიბუნალის შექმნის ისტორიულ ინიციატივას, რომელსაც გუშინ სტრასბურგში ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ევროსაბჭოს ლიდერებმა.

„გვქონდა პატივი, დავსწრებოდით ისტორიულ მომენტს, როდესაც ევროსაბჭოს ეწვია პრეზიდენტი ზელენსკი და ხელი მოეწერა რუსეთის ტრიბუნალის შექმნის პროცესს. ჩვენ ვესწრებოდით პრეზიდენტ ზელენსკის ბრიფინგს, სადაც მან ისტორიულ ინიციატივაზე ისაუბრა. ორმაგი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რუსული აგრესიის ფასი, არ დაუჭირა მხარი ამ მნიშვნელოვან, მართლაც ისტორიულ ინიციატივას, რაც ქართული საგარეო პოლიტიკის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო მომენტია”, - განაცხადა გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს