დავით მათიკაშვილის განმარტებით, „გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი" და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლი რჩება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლი რჩება და მას არ ეხებიან.

როგორც მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს „გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი“.

„აღნიშნული მუხლი ცილისწამებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ ეხება. ის მოწოდების და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩანაწერია.

წარმოდგენილი კანონპროექტით ამოღებულია პრივილეგიების მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის პრივილეგიებს გულისხმობს, თუმცა კანონის მეოთხე მუხლს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, ჩვენ არ შევხებივართ. ეს მუხლი არის უცვლელი და კანონიდან მუხლი არ ამოგვიღია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საუბარია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მუხლზე, რომლის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით კითხვა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დასვა.

“როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: “სავარაუდოდ“, “მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. კანონის მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ახლა რანაირად გამოვა ეგ? ამას აუცილებლად გამოიყენებენ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე.

ჯაფარიძის პასუხად მათიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონიდან აღნიშნული მუხლი ამოღებული იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს