პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.

სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით - ვერბალურად, უხამსი ან სხვაგვარი ქმედებით, ნებისმიერ ვითარებაში - სასამართლო სხდომაზე თუ საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

კანონპროექტით, ასევე, მოსამართლის მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება. ასევე, დასაშვები იქნება ამ ვადის კიდევ ორი წლით გაგრძელება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესიც. 15 წევრისგან შემდგარ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტი 5 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 2 წევრს აირჩევს. საბჭოში მოსამართლეთა რაოდენობა კი იზრდება - საბჭო 9 მოსამართლე წევრის ნაცვლად, 12 მოსამართლით იქნება წარმოდგენილი, პრეზიდენტი კი კვლავ ერთ წევრს დანიშნავს.

ცვლილებების თანახმად, სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა უქმდება.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები ფართოვდება - მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს