ირაკლი ბენია - ჩვენ დავეთანხმეთ აცილებას, თუმცა სასამართლომ არ ჩამოგვაცილა, ამიტომ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ვართ დაკავებულების ადვოკატები

რა თქმა უნდა, ჩვენ დავეთანხმეთ აცილებას, თუმცა სასამართლომ არ ჩამოგვაცილა. ამიტომ, დღეს გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ ვართ დაკავებულების ადვოკატები, -ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების - რევაზ კიკნაძის, ონისე ცხადაძის, ვალერი თეთრაშვილისა და რუსლან სივაკოვის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარე, თავადაც, დაეთანხმა აცილების შუამდგომლობას, თუმცა სასამართლომ მათი ჩამოცილების გადაწყვეტილება არ მიიღო.

„24-ში დავინიშნეთ ადვოკატებად, შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით ბრალდებულებთან მოგვეხდინა კომუნიკაცია. პირადად მე ორ დაკავებულს შევხდი, თუმცა უარი განაცხადეს კომუნიკაციაზე, ჩემთან შეხვედრაზე. დანარჩენი ორი მოვიდა შეხვედრების ოთახში, თუმცა როდესაც გაიგეს, რომ ვიყავი იურიდიული სამსახურის გამოყოფილი ადვოკატი, უარი განაცხადეს ჩემთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, ჩვენი კომუნიკაცია ვერ შედგა.

რაც შეეხება თავად აცილებას, დაკავებულებმა მოახდინეს შუამდგომლობების დაყენება. რა თქმა უნდა, ჩვენ დავეთანხმეთ აცილებას, თუმცა სასამართლომ არ ჩამოგვაცილა. ამიტომ, დღეს გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ ვართ ადვოკატები დაკავებულების. კონკრეტულად მე ვარ ოთხი ბრალდებულის ადვოკატი. თუ ექნებათ სურვილი, გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ბრალდებულის დაცვაზე უარს ვერ ვიტყვით.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია