ირაკლი მელაშვილი - ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებს ხელისუფლება, აკეთებს კრიტიკისგან თავის დასაცავად - ავტორიტარული რეჟიმის ფორმირება მიდის ქვეყანაში, არ ვემხრობი ოპტიმისტურ აზრებს, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ჩაკეტოს ერთი მხრივ, პოლიტიკური სივრცე და მეორე მხრივ, რაც კი შესაძლებელია ინტერნეტის ეპოქაში, მაქსიმალურად ჩაკეტოს საინფორმაციო წყაროები, რომლითაც საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს ხელისუფლებისათვის არასასურველი ინფორმაცია, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.

მელაშვილმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კრიტიკული აზრის ჩასახშობად.

“ყველაფერს, რასაც აკეთებს ხელისუფლება ახლა, ეს არის, რომ დაიცვას თავი კრიტიკისგან, ანუ, პირდაპირ კი არ აკრძალოს ოპოზიციური მედიები, ამ შემთხვევაში ცდილობს, რომ ოპოზიციურ მედიებს აუკრძალოს კრიტიკული აზრის გამოთქმა იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, უსამართლო სასამართლოს პირობებში, მოსაზრებასა და ფაქტს შორის გარჩევა იქნება ხელისუფლების სასარგებლოდ”, - აღნიშნა მელაშვილმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” სარგებლობს ოპოზიციის სისუსტით, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა არ აქვს.

“აქამდე შეფასებას ვაკეთებდით ხოლმე, თუ როგორი ტიპის დემოკრატია გვქონდა, ახლა ამაზე ლაპარაკი აღარ არის, ახლა ჩვენ ყველანი ვაკეთებთ შეფასებას, თუ რა ტიპის ავტორიტარიზმი გვაქვს - რბილი თუ ძლიერი, სად ვიქნებით - აზერბაიჯანში, ბელორუსში თუ შუა აზიაში - სადღაც აქ ვტრიალებთ, მაშინ, როდესაც ვტრიალებდით იქითკენ და აღმოსავლეთ ევროპას უფრო ვუახლოვდებოდით.

ავტორიტარული რეჟიმის ფორმირება მიდის ქვეყანაში. არ ვემხრობი იმ ძალიან ოპტიმისტურ აზრებს, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია, ეს შესაძლებელია ყველა ქვეყანაში მოხდეს, თუ კი საზოგადოება დაიძინებს და თუ კი ოპოზიცია არაადეკვატური იქნება. ჩემი აზრით, მთავარი სისუსტე, რასაც ხელისუფლება იყენებს, არის ის, რომ საზოგადოებაში არ არის ნდობა, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვლება.

ხელისუფლება მხოლოდ მისი არაპოპულარობის გამო არ იცვლება, ჩვენი საზოგადოება ისე არის მოწყობილი, რომ მას უნდა ჰქონდეს იმედი, ის უნდა ხედავდეს ძალას, რომელიც მზად იქნება, რაღაც სიკეთე მოუტანოს ქვეყანას და უკეთესობა დაანახოს”, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის